აზომვითი ნახაზების მომზადება

აზომე ზუსტი ზომებით

გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება აზომვითი სამუშაოების, საკადასტრო აზომვითი ნახაზების, უძრავი ქონების გამიჯვნისა და დაკვალვის სფეროში. დაგვეკონტაქტეთ და მიიღეთ პროფესიონალური აზომვითი მომსახურება.

აზომე ზუსტი ზომებით

Azome.Ge-ს საქმიანობის შესახებ

ჩვენი კომპანია უკვე წლებია აწარმოებს აზომვითი სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით. გთავაზობთ როგორც მიწის აზომვას, ასევე შიდა აზომვითი ნახაზების მომზადებას. ვამზადებთ როგორც კერძო პირებისთვის, ასევე იურიდიული პირებისთვის საჭირო საკადასტრო აზომვითი ნახაზებს, ვასრულებთ დაკვალვასა და გამიჯვნას, ასევე ვახორციელებთ უძრავი ქონების დეტალურ გამიჯვნას.

შესრულებული აზომვითი ნახაზი
0 +
მიწის ნაკვეთის აზომვა
0 +
წარმატებული გამიჯვნა
0 +
კმაყოფილი მომხმარებელი
0 +
რა არის აზომვითი ნახაზები

რა არის აზომვითი ნახაზი

აზომვითი ნახაზი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ასახავს უძრავი ქონების რეალურ ზომებს, ფართობებსა და კონფიგურაციას ადგილზე ჩატარებული აზომვითი სამუშაოების საფუძველზე. იგი გამოიყენება როგორც ბინის, ასევე მიწის ობიექტების იურიდიული და ტექნიკური აღწერისთვის.


აზომვითი ნახაზის მომზადება გულისხმობს ობიექტის ადგილზე აზომვას, მონაცემების დამუშავებას და სქემატურ წარმოდგენას შესაბამის ფორმატში. აზომვითი ნახაზები საჭიროა ქონების რეგისტრაციის, გადაფორმების, გამიჯვნის, დაკვალვის, იპოთეკის, გაყიდვის ან პროექტირების პროცესში.

აზომვითი ნახაზის ძირითადი ტიპები

  • შიდა აზომვითი ნახაზი: გამოიყენება ბინის ან კომერციული ფართის შიდა კონფიგურაციის დასაფიქსირებლად. იგი ასახავს ოთახების განლაგებას, შიდა კედლებს, კარებს, ფანჯრებსა და საერთო ფართობს. შიდა აზომვითი ნახაზის მომზადება აუცილებელია ბინის რეგისტრაციისა და მონაცემების დაზუსტებისთვის.

  • ბინის აზომვითი ნახაზი: კონკრეტულად საცხოვრებელი ბინის სქემატური აღწერაა, რომელიც აჩვენებს საცხოვრებელ და დამხმარე ფართობებს. ხშირად გამოიყენება საჯარო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციისას.

  • საკადასტრო აზომვა: ძირითადად მიწის ნაკვეთებისთვის მზადდება და ასახავს საზღვრებს, კოორდინატებსა და ფართობს. მიწის აზომვითი ნახაზი აუცილებელია გამიჯვნის, გაერთიანებისა და დაკვალვის პროცესებში.

    აზომვითი ნახაზების მომზადება მოითხოვს სიზუსტესა და ტექნიკურ შესაბამისობას. სწორად შესრულებული აზომვითი ნახაზი უზრუნველყოფს ქონების მონაცემების სანდოობას და ამცირებს რეგისტრაციის პროცესში შესაძლო შეფერხებებს.

Azome.Ge-ს პროექტები

ჩვენი შესრულებული პროექტები წარმოდგენილია ინტერაქტიულ რუკაზე, სადაც თითოეული პინი ასახავს უკვე განხორციელებულ აზომვით სამუშაოს. რუკა გაძლევთ საშუალებას რეალურად ნახოთ ჩვენი გამოცდილების გეოგრაფიული მასშტაბი და შესრულებული პროექტები სხვადასხვა ლოკაციაზე.


რუკაზე ნაჩვენები პროექტები მოიცავს როგორც კერძო, ისე კომერციულ ობიექტებს, სხვადასხვა სირთულისა და მასშტაბის აზომვით სამუშაოებით. ეს მონაცემები პირდაპირ ასახავს ჩვენს პრაქტიკულ გამოცდილებას და შესრულებული პროექტების მრავალფეროვნებას.

როგორ ითვლება ღირებულება და როგორია აზომვითი ნახაზის ფასი

აზომვითი ნახაზის ფასი დამოკიდებულია ობიექტის ტიპზე, ფართობზე და სამუშაოს სირთულეზე. ერთიანი ფიქსირებული ტარიფი არ არსებობს, რადგან აზომვითი სამუშაოები განსხვავდება როგორც ბინის, ასევე მიწის ობიექტების შემთხვევაში.

ფასზე უმეტესად გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:

შიდა აზომვითი ნახაზი

თუ საჭიროა მხოლოდ შიდა სივრცის დაფიქსირება, ფასი დამოკიდებულია ოთახების რაოდენობაზე, დონეების არსებობაზე და დამატებით ელემენტებზე. შიდა აზომვითი ნახაზის მომზადება ითვალისწინებს დეტალურ აზომვას და სქემატურ გადატანას შესაბამის ფორმატში. ჩვენთან შიდა აზომვითი ნახაზის მომზადება 200 ლარიდან იწყება.

მიწის აზომვითი ნახაზი

საკადასტრო აზომვითი ნახაზი მიწის ნაკვეთებისთვის უფრო კომპლექსურ პროცესს მოიცავს. ფასი დამოკიდებულია ნაკვეთის ფართობზე, რელიეფზე, საზღვრების მდგომარეობასა და საჭირო პროცედურებზე, როგორიცაა გამიჯვნა ან დაკვალვა. ჩვენთან კი მსგავსი აზომვითი ნახაზის მომზადება 200 ლარიდან იწყება.

ჩვენი სერვისები

Azome.Ge-ს სერვისები

ჩვენს მიერ გაწეული აზომვითი სამუშაოები სრულ შესაბამისობაშია საჯარო რეესტრის მოთხოვნებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან. ჩვენი მომსახურება დაფუძნებულია სიზუსტეზე, დროულ შესრულებასა და ხარისხზე.

მიწის ნაკვეთის საზღვრების განსაზღვრა სხვადასხვა მიზნებისთვის – სიზუსტე და სანდოობა.

შენობის ფართის ან მიწის ნაკვეთის ორ ნაწილად გაყოფას ამზომველის მიერ. გამიჯვნის შედეგად საჯარო რეესტრში ამოდის ორი ამონაწერი სხვადასხვა საკადასტრო კოდით ერთ მფლობელზე.

აზომვითი ნახაზები ბინების და კომერციული ფართების, სარდაფის, ავტოფარეხის, სხვენისა თუ სხვა ტიპის სივრცისთვის – აუცილებელია რეგისტრაციისა და გაყიდვისთვის.

მშენებლობის დაწყებამდე ნაკვეთის საზღვრების ზუსტად დადგენა და მონიშვნა

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?

ჩვენი გუნდი შედგება სერთიფიცირებული და გამოცდილ აზომვითი ინჟინრებისგან. ვმუშაობთ მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით და ვიცავთ ყველა კანონმდებლობით რეგულირებულ სტანდარტს. ჩვენი პრიორიტეტია სიზუსტე, სისწრაფე და თქვენი საკუთრების სამართლებრივი დაცვა.

მოძებნე საკადასტრო კოდით

ჩვენს ინტერაქტიულ რუკაზე ძებნა შესაძლებელია რამდენიმე პარამეტრის მიხედვით: შეგიძლიათ მოძებნოთ კონკრეტული რეგიონის, დასახლებული პუნქტის ან ადგილმდებარეობის მიხედვით, ასევე პირდაპირ შეიყვანოთ საკადასტრო კოდი და სწრაფად მოძებნოთ სასურველი მიწის ნაკვეთი ან უძრავი ქონება. ეს ინსტრუმენტი განკუთვნილია როგორც კერძო პირებისთვის, ასევე იურიდიული პირებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ქონების ზუსტი საკადასტრო მონაცემების სწრაფი და მარტივი გადამოწმება.

საჭიროება

რატომ გჭირდებათ აზომვითი სერვისები?

ჩვენი აზომვითი სერვისები გამოიყენება მრავალ სცენარში – საცხოვრებელი ბინების რეგისტრაციიდან დაწყებული, მიწის გამიჯვნით დამთავრებული. გთავაზობთ მაგალითებს, თუ სად შეიძლება დაგჭირდეთ ჩვენი დახმარება

შეფასებები
ჩვენი სერვისით თითოეული მომხმარებელი კმაყოფილია

ჩვენი კლიენტების კმაყოფილება ჩვენი მთავარი სტიმულია. წაიკითხეთ რას წერენ ისინი ჩვენზე.

ჩვენი კლიენტების კმაყოფილება ჩვენი მთავარი სტიმულია

სრულყოფილება
1

მომხარებლების შეფასება

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

იხილეთ პასუხგაცემული კითხვები რომლებიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ მომხმარებლებს სერვისით სარგებლობამდე

ფასი ინდივიდუალურია, გააჩნია ფართობს და ასაზომი ობიექტის სირთულეს.

ბინის რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრში და ჯდება 150 ლარი 4 სამუშაო დღეში.

დაკვალვა არის რეგისტრირებული ნაკვეთის საზღვრების მონიშვნა.

თბილისში და თბილისთან ახლოს. მცხეთა, საგურამო, ნატახტარი, რუსთავი, ლილო, წყნეთი.

აზომვითი ნახაზი და კრების ოქმი ( თავჯდომარის მიერ ხელმოწერილი და ნოტარიულად დამოწმებული ).