შიდა აზომვა არის ადგილზე ჩატარებული ტექნიკური პროცესი, რომლის მიზანია ბინის, ოფისის ან სხვა შიდა სივრცის ზუსტი გაზომვა. შიდა აზომვითი ნახაზი მზადდება რეალურად დაფიქსირებული ზომების საფუძველზე და ასახავს სივრცის კონფიგურაციას, განლაგებასა და ფართობს.
შიდა აზომვა უზრუნველყოფს, რომ მონაცემები შეესაბამებოდეს ფაქტობრივ მდგომარეობას და გამოყენებადი იყოს რეგისტრაციის, გაყიდვის ან პროექტირების პროცესში.
შიდა აზომვითი ნახაზები დეტალურად ასახავს ობიექტის შიდა სივრცის ყველა მნიშვნელოვან ტექნიკურ პარამეტრს. იგი ეფუძნება ადგილზე ჩატარებულ შიდა აზომვას და მოიცავს იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია ფართობის ზუსტად განსაზღვრისა და სივრცის სწორად იდენტიფიცირებისთვის.
მცირე ფართის ბინის შიდა აზომვა შედარებით ნაკლებ დროს მოითხოვს, ხოლო დიდი ან არასტანდარტული გეგმარების შემთხვევაში სამუშაოს მოცულობა იზრდება, რაც გავლენას ახდენს ღირებულებაზე.
საკადასტრო აზომვა და შიდა აზომვა განსხვავდება როგორც ობიექტით, ისე მიზნობრიობით.
საკადასტრო აზომვა ეხება მიწის ნაკვეთს. მისი მიზანია ნაკვეთის საზღვრების, კოორდინატებისა და ფართობის განსაზღვრა. საკადასტრო აზომვის საფუძველზე მზადდება საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც გამოიყენება მიწის რეგისტრაციის, გამიჯვნის, გაერთიანების ან საზღვრის დაზუსტების პროცესში. აქ ძირითადი ფოკუსი არის მიწის კონტური და მისი სივრცობრივი მდებარეობა.
შიდა აზომვა ეხება შენობის ან ბინის შიდა სივრცეს. მისი მიზანია ოთახების ზომების, შიდა კედლების, განლაგებისა და საერთო ფართობის ზუსტად დაფიქსირება. შიდა აზომვის შედეგად მზადდება შიდა აზომვითი ნახაზი, რომელიც გამოიყენება ბინის რეგისტრაციის, ფართობის დაზუსტების, გაყიდვის ან იპოთეკის პროცესში.
გარდა გრაფიკული გამოსახულებისა, შიდა აზომვითი ნახაზის მომზადება გულისხმობს ფართობის მათემატიკურ გამოთვლას და სივრცის რეალური კონფიგურაციის ზუსტად გადატანას სქემაზე. ყველა მონაცემი ემყარება ფაქტობრივ გაზომვას და არა სავარაუდო გეგმას.
სწორად მომზადებული შიდა აზომვითი ნახაზი უზრუნველყოფს, რომ დოკუმენტში ასახული ფართობი და განლაგება სრულად შეესაბამებოდეს ობიექტის რეალურ მდგომარეობას.
ჩვენი აზომვითი სამუშაოები ხორციელდება თანამედროვე ლაზერული ტექნიკის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს.
პროცესი მოიცავს:
წინასწარი კონსულტაცია – განვსაზღვრავთ ამოცანას, მოთხოვნებს და ვარჩევთ შესაბამის მიდგომას.
ობიექტზე ვიზიტი – პროფესიონალი ინჟინერი სტუმრობს ობიექტს და ატარებს სრული სივრცის აზომვას.
მონაცემების დამუშავება – სივრცის დეტალური ანალიზი და ნახაზის მომზადება თანამედროვე პროგრამებით.
დოკუმენტის მიწოდება – საბოლოო აზომვითი ნახაზი გადმოგეცემათ სასურველ ფორმატში.
აზომვითი სამუშაოები ხორციელდება სტანდარტიზებული და შედეგზე ორიენტირებული პროცესის ფარგლებში.
ზუსტი და დეტალური აზომვითი ნახაზები – თითოეული ნახაზი ემყარება მაღალი სიზუსტის მქონე ლაზერულ აზომვებს.
სწრაფი შესრულება – ვასრულებთ სამუშაოებს შეთანხმებულ ვადებში.
გამოცდილი გუნდი – ჩვენთან შეხვდებით ინჟინრებს 7+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით.
ინტეგრირებული მიდგომა – აზომვითი სამუშაოები სრულად ითვალისწინებს პროექტირების და ნებართვის საჭიროებებს.
მხარდაჭერა პროცესის ყველა ეტაპზე – კონსულტაცია, შესწორებები და გამარტივებული კომუნიკაცია
თუ ბინის ფართობი ან შიდა კონფიგურაცია განსხვავდება რეესტრში არსებული მონაცემებისგან, შიდა აზომვითი ნახაზის მომზადება აუცილებელია მონაცემების დასაზუსტებლად.
თუ ფართობის გამოთვლა არ შეესაბამება ტექნიკურ მოთხოვნებს, ოთახები არ არის სწორად დაფიქსირებული ან არსებობს სხვაობა დოკუმენტურ მონაცემებთან, განაცხადი შეიძლება დაბრუნდეს შესწორებისთვის.
ჩვენი გუნდი თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით სრული სიზუსტით ზომავს სივრცის თითოეულ კუთხეს, ასე რომ ჩვენი სერვისის ფარგლებში აღნიშნული საფრთხეში არ აღმოჩნდებით.
შიდა აზომვითი ნახაზი მოქმედია მანამდე, სანამ ობიექტში არ განხორციელდება სტრუქტურული ან გეგმარებითი ცვლილება.
ბანკი ხშირად ითხოვს ზუსტ ფართობის დადასტურებას. ასეთ შემთხვევაში შიდა აზომვითი ნახაზი უზრუნველყოფს რეალურ მონაცემებზე დაფუძნებულ დოკუმენტს.