ბინის ან მიწის გაყიდვის დროს ბევრი ადამიანი ხშირად ერთი და იგივე პრობლემას აწყდება, პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც პოტენციური მყიდველი ჩნდება, ბანკი დოკუმენტებს ითხოვს, ხოლო გამყიდველი აღმოაჩენს, რომ ნახაზი მოძველებულია, ნახაზში მოცემული და ფაქტიური ფართობი განსხვავდება ერთმანეთისგან ან თუნდაც სხვა პრობლემა არსებობს. ეს ნებისმიერ გარიგებას ანელებს ან სულაც ჩაშლის.
ამ სტატიაში მოცემულია ის 5 ნაბიჯი, რომელიც გაყიდვამდე ამზომველთან ერთად უნდა გადადგა.
1. არსებული ნახაზის გადამოწმება
ეს ძირითადად პირველი ნაბიჯია, ნახაზი, რომელიც 10-15 წლის წინ შედგა, დღეს ბანკმა ან მყიდველმა შეიძლება არ მიიღოს – განსაკუთრებით, თუ ბინაში ნებისმიერი სახის ცვლილება განხორციელდა.
გადასამოწმებელია:
- ნახაზი ელექტრონული ხელმოწერით გაფორმებულია თუ არა
- ფართობი ფაქტიურ მდგომარეობას შეესაბამება თუ არა
2. ფაქტიური ფართობის გადამოწმება
თუ ბინაში ოდესმე ნებისმიერი სახის ცვლილება მოხდა – ბალკონი ჩაიკეტა, კედელი დაინგრა, სამზარეულო გაფართოვდა – შესაბამისად ფაქტიური ფართობი ნახაზის ფართობისგან განსხვავდება. აზომვითი სამუშაოების ახლიდან ჩატარება კი ამ სხვაობას ავლენს.
გაყიდვამდე ცნობილი ცვლილებები მყიდველს გამჭვირვალედ უნდა გააცნოთ – ეს ნდობის ნიშანია და სამართლებრივ პრობლემებს გამორიცხავს.
3. საკადასტრო მონაცემების განახლება
საჯარო რეესტრში ქონებასთან დაკავშირებული ყველა მონაცემი – ფართობი, საზღვრები, ქონების ტიპი – ნახაზის საფუძველზეა ჩაწერილი. თუ ნახაზი მოძველებულია, საჯარო რეესტრის ჩანაწერი სინამდვილეს არ ასახავს.
ამ მდგომარეობაში კი ბანკი სესხს, სავარაუდოდ, ამ ქონებაზე სათანადო პირობებით ვერ გასცემს.
4. სასაზღვრო კონფლიქტების გამოვლენა
მიწის ნაკვეთების გაყიდვისას კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯია საზღვრების გადამოწმება. ხშირია სიტუაცია, სადაც ნაკვეთი ქაღალდზე ერთ ადგილზეა, ღობე – მეზობლის ნაკვეთზე, ან პირიქით. ამ კონფლიქტების გამოვლენა გაყიდვამდე ბევრად სჯობს, ვიდრე გაყიდვის შემდეგ.
ამზომველი ადგილზე გასვლისა და ახლიდან აზომვის შედეგად ამ შეუსაბამობებს გამოავლენს.
5. გამიჯვნის ან გაერთიანების საჭიროების შეფასება
ზოგჯერ გამყიდველი ყიდის ქონების ნაწილს, ან პირიქით, ორივე ნაკვეთს ერთი პირი ყიდულობს, მაგრამ ისინი ცალ-ცალკეა გაფორმებული. ამ შემთხვევაში გამიჯვნა ან გაერთიანება გაყიდვამდე საჭიროებას წარმოადგენს, რადგან ეს ოპერაცია გარიგების შემდეგ გაცილებით რთულია.
ამზომველი ამ სიტუაციის შეფასებაში და პრაქტიკული ნაბიჯების განსაზღვრაში დაგეხმარება.
ხშირად დასმული კითხვები
ეს ყველაფერი ქონების გაყიდვის დროს ყოველთვის სავალდებულოა? კანონი ყოველ ნაბიჯს ცალ-ცალკე არ ავალდებულებს. მაგრამ ბანკი, რომელიც მყიდველზე სესხს გასცემს, ამ ელემენტებს ყოველთვის ამოწმებს. გამყიდველი, რომელიც წინასწარ მოამზადებს და წესრიგში მოიყვანს ყველა საბუთს, გაყიდვის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
ეს ყველაფერი ძვირი ჯდება? ნახაზის გადამოწმება ან განახლება ერთ კონსულტაციაში ხდება. ეს ხარჯი გარიგების ჩავარდნასთან ან ფასის კორექციასთან შედარებით გაცილებით მცირეა.