რა არის შიდა აზომვითი ნახაზი?

ეს არის შენობა-ნაგებობის დეტალური გეომეტრიული ნახაზი, რომელიც ასახავს კონკრეტული ობიექტის (შენობის, ბინის) ზუსტ ზომებს, ფორმებს, მდებარეობას და განლაგებას. იგი შეიქმნება სპეციალისტების მიერ ადგილზე აზომვების შედეგად და გამოიყენება საკუთრების რეგისტრაციასა და სხვა იურიდიულ-ტექნიკურ პროცესებში.

რას მოიცავს შიდა აზომვითი ნახაზი?

შენობის ან ბინის შემთხვევაში:

რა დანიშნულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ შიდა აზომვითი ნახაზი?

  1. უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის
    – როცა გსურს, ბინა, სახლი ან სხვა ნაგებობა საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს.
  2. დაურეგისტრირებლი შენობის ლეგალიზაციისთვის
    – თუ შენობა აშენებულია დაურეგისტრირებლად და გსურს მისი დაკანონება.
  3. შიდა ფართების გამიჯვნისთვის
    – როდესაც შენობის ან ბინის ფართობი იყოფა 2 ან მეტ ნაწილად საჭიროა ზუსტი შიდა აზომვითი ნახაზი, რის მიხედვითაც რეესტრი გაყოფს ფართებს.
  4. რემონტის ან რეკონსტრუქციის დაწყებისას
    – არქიტექტორს ან კონსტრუქტორს სჭირდება ზუსტი ნახაზი მუშაობისთვის.
  5. უძრავი ქონების გაყიდვა/მემკვიდრეობა/გაყენება იპოთეკით
    – ბანკებს, მყიდველს ან მემკვიდრეს სჭირდებათ სამართლებრივი და ტექნიკური სიცხადე.
  6. ინტერიერის დიზაინერისთვის
    – ინტერიერის დიზაინის შეცვლისთვის აუცილებელია წინასწარ გააკეთოთ შიდა აზომვითი ნახაზი სიმაღლეების მითითებით, რათა შემდგომში დიზაინერმა ზუსტად შეასრულოს თქვენი მოთხოვნები.

ვინ ასრულებს შიდა აზომვით ნახაზს?

 ნახაზს ქმნის სერტიფიცირებული ამზომველი,  რომელსაც აქვს შესაბამისი პროგრამები (მაგ. AutoCAD ან ArchiCAD) და ლაზერული აღჭურვილობა. აზომვის შედეგები გადმოგეცემათ ნახაზი PDF ვერსია და CD-ელექტრონულად ჩაწერილი.